რონალდუ, რონალდუ, რონალდუ - კრიშტიანოს მორიგი რეკორდი და საოცარი მაჩვენებელი!
Aa
Aa

რონალდუ, რონალდუ, რონალდუ - კრიშტიანოს მორიგი რეკორდი და საოცარი მაჩვენებელი!

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში მადრიდის "რეალმა" "აპოელი" სტუმრად 6-0 გაანადგურა. შეხვედრაში დუბლით გამოირჩა კრიშტიანო რონალდუ, რომელმაც ტურნირზე მორიგი რეკორდი დაამყარა.

კვიპროსელების კარში გატანილი პირველი გოლი პორტუგალიელისთვის სარეკორდო აღმოჩნდა. კერძოდ, მან ჩემპიონთა ლიგის ერთ კალენდარულ წელში 17 ბურთის გატანა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ რონალდუმ თავისივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. 2015 წელს მის ანგარიშზე 16 გოლი იყო, ხოლო 2013 წელს 15. ამრიგად, მოწინავე სამ პოზიციას სწორედ კრიშტიანო იკავებს, რაც უნიკალური მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში მადრიდელებმა ჯგუფურ ეტაპზე მე-2 პოზიცია დაიკავეს. 1/8 ფინალში პირველი ადგილოსნის სტატუსით "ტოტენჰემი" ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები