Aa
Aa

"ბენზემა "რეალს" დატოვებს და მის ადგილს მაურო იკარდი დაიკავებს"

მადრიდის "რეალი" კარიმ ბენზემას შემცვლელის ძიებაშია. როგორც ცნობილია, ფრანგი ფორვარდი სეზონის ბოლოს სამეფო კლუბს დატოვებს.

დღეს, "მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა დანიელე მასარომ განაცხადა, რომ 2018 წელს მაურო იკარდი "რეალში" გადავა.

"შემიძლია ვთქვა, რომ მომდევნო ზაფხულს ბენზემა "რეალს" დატოვებს და მის ადგილს მაურო იკარდი დაიკავებს". - უთხრა მასარომ Premium Sport-ს.

როგორც ცნობილია, იკარდის "ინტერთან" ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება.

24 წლის არგენტინელი ფორვარდი წლევანდელ სეზონს ჩინებულად ატარებს. მის ანგარიშზე 13 შეხვედრაში 13 გოლია.

კულუარული ინფორმაციით, იკარდის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, თუმცა ოფიციალურად ეს არ დასტურდება. სავარაუდოა, რომ "ინტერი" მას გაცილებით ძვირად შეაფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები