UEFA-მ შესაძლოა
Aa
Aa

UEFA-მ შესაძლოა "მილანი" ევროთასებიდან მოკვეთოს

UEFA-მ შესაძლოა, რომ "მილანი" დასაჯოს და ევროთასებიდან მოკვეთოს.

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, "როსონერის" ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევა დაუდგინეს.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ იტალიური გრანდის გენერალური დირექტორი მარკო ფასონე დაიბარა და რამდენიმე საკითხის გარკვევა სცადა.

წყაროს თქმით, UEFA ფასონეს პასუხებით უკმაყოფილო დარჩა და სავარაუდოდ "მილანი" დაისჯება.

დიდი ალბათობით, "როსონერის" ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს და ევროტურნირებიდანაც მოიკვეთება.

როგორც მოგეხსენებათ, იტალიურმა გრანდმა სეზონი საკმაოდ ცუდად დაიწყო და ახლა ეს პრობლემაც დაემატათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები