Aa
Aa

"რეალმა" რამოსიც დაკარგა - რამდენი გაუცდება კაპიტანს?

ლა ლიგის მე-12 ტურში მადრიდის „რეალმა“ „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ფრედ 0-0 ითამაშა და ქულებთან ერთად სერხიო რამოსიც დაკარგა.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, რამოსის გატეხილი ცხვირის მკურნალობას 10 დღეს დასჭირდება. ამის შემდეგ, ის დამცავი ნიღბით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ სტანდარტული სიტუაციის დროს, რამოსი ბურთის თავით კარში გადაგზავნას ცდილობდა, რა დროსაც ლუკას ერნანდესმა მას ფეხი დაუხვედრა და სახეში ჩაარტყა.

ჩემპიონთა ლიგაზე "აპოელის" წინააღმდეგ სერხიო რამოსის თამაში გამოირიცხა. ითამაშებს, თუ არა კაპიტანი ლა ლიგის მომდევნო ტურში, ამას კლუბის მედშტაბი გადაწყვეტს.

ამ ფრის შემდეგ, ზინედინ ზიდანის გუნდი „ბარსელონას“ უკვე 10 ქულით ჩამორჩება და „ატლეტიკოსთან ერთად 3-4 ადგილებს იყოფს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები