Aa
Aa

"ვალენსიამ" ისტორიული შედეგი დააფიქსირა!

ლა ლიგის მე-12 ტურში „ვალენსიამ“ მორიგი მატჩი მოიგო. ამჯერად „ღამურებმა“ კატალონიაში „ესპანიოლს“ სძლიეს (2-0).

მარსელინიო გარსიას გუნდმა ზედიზედ მე-8 შეხვედრა მოიგო და კლუბის არსებობის ისტორიაში რეკორდი დაამყარა.

„მესტალიას“ ბინადრებს ასეთი მაჩვენებლი არასდროს ჰქონიათ. „ვალენსია“ „ბარსელონას“ ერთადერთი მდევარია. ისინი „ბლაუგრანას“ 4 ქულით ჩამორჩებიან და მე-2 პოზიციაზე მყარად იმყოფებიან.

მე-4 ტურში „ლევანტესთან“ (1-1) ნათამაშები ფრის შემდეგ, „ღამურებს“ ქულები აღარ დაუკარგავთ, თუმცა ამის შანსი მომდევნო ტურში ექნებათ - „მესტალიას“ „ბარსა“ ესტუმრება და ეს დაპირისპირება ბევრ რამეს გაარკვევს.

შეუძლია, თუ არა მარსელინიოს გუნდს, ბოლო ტურამდე ბრძოლა? ამას 1 კვირის შემდეგ გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები