მოურინიო სატრანსფერო ბაზარზე „ჩელსის“ მოქმედებებს დადებითად აფასებს
Aa
Aa

მოურინიო სატრანსფერო ბაზარზე „ჩელსის“ მოქმედებებს დადებითად აფასებს

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო საკუთარი გუნდის სატრანსფერო გეგმებზე ალაპარაკდა და საკმაოდ მოკრძალებული კომენტარი გააკეთა.

კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ვაკეთებთ და როგორც ვმუშაობთ სატრანსფერო ბაზარზე. ლონდონის "ჩელსი" მზად არის ნებისმიერ გუნდს გაუწიოს კონკურენცია. უკვე ვუთხარი ჩემს ბიჭებს, რომ სხვა გუნდებისგან განსხვავებით, ჩვენ ისევ ისეთი შეკრული, ორგანიზებული, და რაც მთავარია შეთამაშებული გუნდი გვეყოლება. ისეთივე როგორიც გასულ სეზონში. ვერ შევაჩერებ ჩემს მეტოქეებს და ვერ ვეტყვი, რომ არ დახარჯონ მილიონები, ამის გაკეთება აბსურდული იქნება. პოგბა? ვფიქრობ ყველა დაინტერესებულია მისით. თუმცა, არსებობს რაღაცეები რისი გაკეთებაც შეგიძლია და არსებობს ისეთი რაღაცეები, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია. მომწონს ეიფელის კოშკი, მაგრამ ვერ გადმოვიტან მას ჩემს ბაღში, თუნდაც ლას-ვეგასში" - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები