BBC: ქართველები ყველაზე რეალური კანდიდატები არიან, რომ ექვს ერში აღმოჩნდნენ
Aa
Aa

BBC: ქართველები ყველაზე რეალური კანდიდატები არიან, რომ ექვს ერში აღმოჩნდნენ

უელსის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების ღირსეულ გამოსვლას მთელი სარაგბო სამყარო გამოეხმაურა. "ბორჯღალოსნებს" ფაქტიურად ყველა აქებს.

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანული გამოცემა BBC ხსენებულ მატჩზე საკმაოდ საინტერესო შეფასებას აქვეყნებს.

"ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კარდიფში გამართული შეხვედრა 13-6 დასრულდებოდა. საქართველოს ნაკრებს ამ მატჩში შანსი მიეცა, რომ შეხვედრა არ წაეგო და მათ ეს სცადეს კიდეც, თან საკმაოდ კარგადაც. თუ, რაგბში მთავარი შეტევა, შეჭიდება და მინდორზე აქტიური გადაადგილებაა, მაშინ ქართველები ყველაზე რეალური კანდიდატები არიან, რომ ექვს ერში აღმოჩნდნენ. "ბორჯღალოსნების" თავკაცი მილტონ ჰეიგი მოითხოვს, რომ ასეთი შეხვედრების ჩატარების შანსი მათ ხშირად მიეცეთ, რათა თამაში კიდევ უფრო გააუმჯობესონ და დაამტკიცონ, რომ 6 ერის ღირსები არიან. ამ მატჩმა დაგვანახა, რომ საქართველო უფრო ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირებას იმსახურებს. "მილენიუმზე" 55 ათასი ადამიანი მივიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველთა თამაშმა ქომაგები დააინტერესა".

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნების" კარგ გამოსვლას პირველი Daily Mail-ი გამოემხაურა, რომელმაც მილტონ ჰეიგის გუნდის მიმართ BBC-ის მსგავსად საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ცხელი ამბები