La Republicca: შესაძლოა, ტავეკიო დღესვე გადადგეს!
Aa
Aa

La Republicca: შესაძლოა, ტავეკიო დღესვე გადადგეს!

იტალიური პრესის ინფორმაციით, ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო გადადგომის ზღვარზეა.

La Republicca-ს თქმით, მან გადადგომის შესახებ, შესაძლოა, დღესაც გამოაცხადოს.

ტავეკიოს, იტალიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენამდეც ბევრი აკრიტიკებდა, ბოლო დროს კი მისი მდგომარეობა მართლაც გაუსაძლისი გახდა.

ასე მაგალითად, სერია C-ს ფეხბურთელთა ასოციაციამ ტავეკიოს უნდობლობა ღიად გამოუცხადა, ხოლო ტურინის „იუვენტუსის“ თავკაცი მასიმილიანო ალეგრი, თუკი ტავეკიო პოსტიდან არ გადადგება, იტალიელ მწვრთნელთა ასოციაციის დატოვებით იმუქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები