პეპეს მამა:
Aa
Aa

პეპეს მამა: "მსგავსი გუნდები ფეხბურთელებს ასე ხშირად ექცევიან"

მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის პეპეს მამამ ანაელ ფერეირამ Globo Esporte-სთან საუბრისას  სამეფო კლუბი საჯაროდ გააკრიტიკა.

"მადრიდელთა მსგავსი გუნდები ფეხბურთელებს ასე ხშირად ექცევიან. მათგან მაქსიმუმს იღებენ და შემდეგ თავიდან იცილებენ. როგორც ხდება ხოლმე, კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წლით ადრე კლუბი ფეხბურთელს ხელშეკრულების გახანგრძლივებას სთავაზობს, თუმცა პეპეს არ შესთავაზეს. მოგვიანებით ეს შემოთავაზება იყო, მაგრამ ფინანსური პირობები გაუარესებული გახლდათ. სწორედ ამიტომ, ის მოქმედი კონტრაქტის ამოწურვას დაელოდა და "ბეშიქთაშში" გადავიდა".

შეგახსენებთ, რომ პეპე "რეალში" 2007-2017 წლებში ასპარეზობდა. მის ანგარიშზე 334 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები