რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "როცა ზოგიერთი ადამიანი მოედანზე გასვლის საშუალებას არ გაძლევს..."

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა შვიდიანმა კრიშტიანო რონალდუმ L'Equpe-თან საუბრისას, მის მიმართ არსებულ კრიტიკაზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ყველაფერი შეიცვლება, არ ვნერვიულობ. არ ვეთანხმები იმას რასაც ჩემზე ამბობენ. მე ვგავარ მანქანას, რომელსაც მუდამ გოლები გააქვს. არავის ადარდებს კარგად ვითამაშე, თუ ცუდად - მთავარია გავიტანე, თუ არა გოლი. კრიტიკას ვღებულობ, თუმცა მას არ ვეთანხმები. აქედან გამომდინარე, მე არ ვუსმენ და არ ვკითხულობ იმას, რასაც პრესა წერს, რადგან ამის გაკონტროლება არ შემიძლია. სეზონი კარგად დავიწყე. ძალიან მოტივირებული ვიყავი, მაგრამ როცა ზოგიერთი ადამიანი მოედანზე გასვლის საშუალებას არ გაძლევს... აი ასე მოხდეა ეს ყველაფერი. ამ ფაქტმა ჩემზე ცუდად იმოქმედა. მსაჯმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა".

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერ თასის დაპირისპირების დროს, "კამპ ნოზე" რონალდუმ მატჩის მთავარ არბიტრს ხელი ჰკრა, რაც 5 მატჩიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა. მოედანზე დაბრუნების შემდეგ კი, პორტუგალიელს ძველებურად გოლების გატანა უჭირს. მის ანგარიშზე ლა ლიგაში, მხოლოდ 1 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები