რამოსი VS რონალდუ - ზიდანმა კონფლიქტი დაადასტურა და პირველი კომენტარი გააკეთა
Aa
Aa

რამოსი VS რონალდუ - ზიდანმა კონფლიქტი დაადასტურა და პირველი კომენტარი გააკეთა

მადრიდის "რეალის" ფრანგმა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა რამოსსა და რონალდუს შორის დაძაბულ ურთიერთობაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

"გუნდმა ყველაფერი თავისით მოაგვარა. ეს საჯაროდ განსახილველი თემა არ გახლავთ. მე ორი მოთამაშე მყავს, რომელიც გუნდის ისტორიას წერს. ისინი გვერდიგვერდ თამაშობენ და ერთმანეთს პატივს სცემენ. ერთ-ერთმა მათგანმა ინტერვიუში სხვა რამ თქვა, შემდეგ მეორემ ასევე სხვა - ასეთი თემები პრესის განსახილველია. თუ, ფიქრობთ, რომ მათ შორის კვლავ კონფლიქტია, მაშინ თქვენ ცდებით. საკუთარი აზრის დაფიქსირება - ეს ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, ისევე როგორც ფეხბურთის".

შეგახსენებთ, რომ "რეალის" ორ ლიდერს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაფუჭდა, როცა რონალდუმ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა და საჯაროდ აღნიშნა, რომ ხამესის, მორატასა და პეპეს გაშვება შეცდომა იყო. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებებმა გუნდი დაასუსტა.

"ბლანკოსის" კაპიტანმა კი თანაგუნდელს პოზიცია დაუწუნა და აღნიშნა, რომ ვინც ასე საუბრობს, ის ნამდვილი თვალთმაქცია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები