ის ნამდვილი თვალთმაქცია - რამოსსა და რონალდუს შორის ურთიერთობა დაიძაბა
Aa
Aa

ის ნამდვილი თვალთმაქცია - რამოსსა და რონალდუს შორის ურთიერთობა დაიძაბა

გავლენიანი ესპანური გამოცემები AS და Marca საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ.

გამოცემების თქმით, სერხიო რამოსისა და კრიშტიანო რონალდუს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

"რეალის" ორ ლიდერს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაფუჭდა, როცა რონალდუმ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა და საჯაროდ აღნიშნა, რომ ხამესის, მორატასა და პეპეს გაშვება შეცდომა იყო. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებებმა გუნდი დაასუსტა.

"ბლანკოსის" კაპიტანმა კი თანაგუნდელს პოზიცია დაუწუნა და აღნიშნა, რომ ვინც ასე საუბრობს, ის ნამდვილი თვალთმაქცია.

რამოსს ისიც ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს კრიშტიანოს "რეალიდან" შესაძლო წასვლაზე. სერხიოს პასუხი ასეთი იყო: "ეს კითხვა კრიშტიანოს დაუსვით. მე რა შუაში ვარ?"

როგორც ხედავთ, მადრიდელთა ორ წამყვან მოთამაშეს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია და ეს ნელ-ნელა თვალსაჩინოც ხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები