Aa
Aa

"25 წლის ხარ, თამაშობ ბრაზილიის ნაკრებში და ბარსელონაში"..."რატომ უნდა მოგინდეს..."

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა ლეგენდამ ერიკ კანტონამ ნეიმარის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას დღემდე ვერ გაუგია, თუ რატომ დატოვა "ბარსელონა".

"თუ, შენ 25 წლის ხარ, თამაშობ ბრაზილიის ნაკრებში და "ბარსელონაში", ამ დროს რატომ უნდა მოგინდეს საფრანგეთში "გენგამთან" და "ამიენთან" თამაში? ეს იმ ადამიანის საქციელს არ ჰგავს, ვისაც ფეხბურთი იზიდავს. თქვენ ამბობთ, რომ "პსჟ" ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს და ნეიმარს მისი მოგება სურს? დიახ, მაგრამ ეს მხოლოდ 10 მატჩია სეზონში. ასე, რომ მე არ მესმის, თუ რატომ გადავიდა ის საფრანგეთის ჩემპიონატში სათამაშოდ".

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის ირგვლივ უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ჭორი ვრცელდება. სხვადასხვა ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი თავისი ფრანგული კარიერით უკმაყოფილოა და ზაფხულში გუნდის დატოვებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები