Aa
Aa

"ფეხბურთზე მეტად ლუდი და ბარბექიუ მიყვარს"

ფეხბურთის ისტორიაში არაერთი უცნაური და თავისებური ხასიათის მქონე ფეხბურთელი ყოფილა, თუმცა გამორჩეულები მათ შორისაც არიან.

ერთ-ერთი ასეთი "განსაკუთრებული", არგენტინაში დაბადებული და მომავალში, იტალიის ნაკრებში ნათამაშები - პაბლო დანიელ ოსვალდოა.

31 წლის აწ უკვე კარიერა დასრულებულ ფეხბურთელს, Gazzetta dello Sport-ი ესაუბრა და მასაც, რისი ოსვალდო იყო, რომ რაიმე "საოცრება" არ ეთქვა.

"ბოკა ხუნიორსი" იმიტომ დავტოვე, რომ ყველა ჩემს შესახებ საუბრობდა. გარეთ გასვლა არ შემეძლო - უკვე ხალხის მეშინოდა.

შეთავაზებები ჩინეთიდან და "ჩემპიონთა ლიგის" მონაწილე კლუბებისგან მქონდა, თუმცა ფეხბურთიდან წასვლა მერჩივნა.

შემზიზღდა ის, რაც მთელი ცხოვრება მიყვარდა. ფეხბურთი პატივისცემას იმსახურებს, თუმცა მე ის ლუდსა და ბარბექიუში გავცვალე. ახლა ისინი უფრო მიყვარს, ვიდრე - ეს სპორტი.

2016 წლის დეკემბერში ხორხე სამპაოლი დამიკავშირდა, რომელიც მაშინ "სევილიას" მწვრთნელი იყო. მან მითხრა: "დანი, მე შენ არაფერს გკითხავ, რაც გინდა აკეთე მოედანზე და მოედნის გარეთ, მე თავდამსხმელი მჭირდება".

მე მას ვუპასუხე, რომ როკ ფესტივალს უნდა დავსწრებოდი, მან კი მითხრა - "ოჰ, ეს სულ დამავიწყდა, უნდა წახვიდე, ის არ უნდა გამოტოვო". ასეთი იყო ორი გიჟი ადამიანის საუბარი".

პაბლო ოსვალდომ, საფეხბურთო კარიერა, 2016 წელს, "ბოკა ხუნიორსში" დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები