“რეალი” ლორენტეს ტრანსფერზე მუშაობს
Aa
Aa

“რეალი” ლორენტეს ტრანსფერზე მუშაობს

როგორც Tuttosport იუწყება მადრიდის “რეალი” მოლაპარაკებას ტურინის “იუვენტუსთან” აწარმოებს. “სამეფო კლუბს” ბასკი ფორვარდის, ფერნანდო ლორენტეს შეძენა სურს.

აღნიშნული წყაროს ცნობით მადრიდელებს იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკება მომდევნო კვირაში წარმატებით დასრულდება.

ლორენტეს ტრანსფერზე მუშაობა რაფაელ ბენიტესის სურვილიდან მომდინარეობს. ესპანელ მწვრთნელს ძალიან მოსწონს ლორენტეს თამაში.

30 წლის ფორვარდი წლების განმავლობაში ბილბაოს “ატლეტიკისთვის” თამაშობდა, 2013 წლიდან კი ტურინული კლუბის წევრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები