მადრიდული დერბის ყველა ბილეთი გაყიდულია
Aa
Aa

მადრიდული დერბის ყველა ბილეთი გაყიდულია

სააგენტო AS-ის თქმით, მომავალ უქმეებზე გასამართი მადრიდული დერბი ანშლაგის ფონზე ჩაივლის.

„ვანდა მეტროპოლიტანო“ 68 ათასამდე მაყურებელს იტევს და გუშინდელი მონაცემებით მომავალი თამაშის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

ბილეთების ფასი 70-დან 495 ევრომდე მერყეობდა.

„ატლეტიკო“ თავის ახალ სტადიონზე მოძულე მეტოქეს პირველად უმასპინძლებს.

ლა ლიგის მე-12 ტურის ეგიდით, „ატლეტიკო“ და „რეალი“, შაბათს, 23:45 საათზე ითამაშებენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები