ბენზემა:
Aa
Aa

ბენზემა: "რატომ გამიფუჭდა მოურინიოსთან ურთიერთობა? - მან კატა მიწოდა"

მადრიდის "რეალის" ფრანგმა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ, პრესასთან ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის პერიოდი გაიხსენა და საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ბენზემას თქმით, მას მოურინიოსთან ურთიერთობა მას შემდეგ გაუფუჭდა, რაც პორტუგალიელმა მას კატა უწოდა.

"ჩვენ კარგი დამოკიდებულება გვქონდა, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ აირია, რაც მან კატა მიწოდა". 

როგორც მადრიდული AS-ი წერს, ამ საკითხთან დაკავშირებით მოურინიოსა და ბენზემას სპეციალური შეხვედრაც ჰქონდათ და მათ დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 1 საათი ისაუბრეს.

გამოცემის თქმით, ბენზემამ "განსაკუთრებულს" აუხსნა, რომ მას, როგორც მწვრთნელს, პატივს სცემდა და მისგანაც იგივეს მოითხოვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები