არტურო ვიდალი „ბაიერნში“ ითამაშებს
Aa
Aa

არტურო ვიდალი „ბაიერნში“ ითამაშებს

ტურინისიუვენტუსისჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი დიდი ალბათობით მიუნხენისბაიერნისფეხბურთელი გახდება.

Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბიანკონერის“ გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა გერმანიაში ჩაფრინდა, სადაც 28 წლის ჩილელის ტრანსფერი საბოლოოდ გაფორმდება.

„ბაიერნივიდალის სანაცვლოდ სავარაუდოდ 36 მილიონ ევროს გადაიხდის და მომავალში ბონუსის სახით „იუვენტუსის“ ანგარიშზე კიდევ 4 მილიონს ჩარიცხავს. თავად ფეხბურთელმა გერმანიის ჩემპიონთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. მისი წლიური ანაზღაურება 6,5 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომიუვენტუსშიგადასვლამდე ვიდალიბუნდესლიგაში“ თამაშობდა და 2007-2011 წლებშილევერკუზენისღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები