ბენზემა:
Aa
Aa

ბენზემა: "კრიშტიანო ჩემზე ეგოისტი მოთამაშეა"

მადრიდის "რეალის" ფრანგმა ფორვარდმა კარიმ ბენზემამ კრიშტიანო რონალდუსა და მის ურთიერთობაზე საკმაოდ  საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"მე და რონალდუ ერთმანეთს კარგად ვუგებთ. მომწონს მის გვერდით თამაში. კრიშტიანო ჩემზე ეგოისტი მოთამაშეა, თუმცა ეს ნორმალური ფაქტია, ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ და არ ვღიზიანდები. მთლიანობაში კი, მისი ეგოისტობა გუნდისთვის კარგი გამოდის".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, რონალდუმ კლუბს ბენზემას გაყიდვისგან თავის შეკავება ურჩია. პორტუგალიელი თვლის, რომ ფრანგის ნაცვლად გუნდში ჰარი კეინის მოყვანა არასწორი ნაბიჯი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები