Aa
Aa

"იუვენტუსი" "რეალის" ნახევარმცველის შეძენას გეგმავს

ტურინის "იუვენტუსი" შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. კერძოდ, იტალიურ გრანდს ნახევარდაცვის ხაზის გაახალგაზრდავება სურს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონი" მადრიდის "რეალის" 21 წლის ესპანელი ნახევარმცველის დანი სებალიოსის შეძენას გეგმავს.

ტურინელებს, თავდაპირველად ერთწლიანი იჯარა სურთ, რომელსაც გამოსყიდვის პერსპექტივაც ექნება.

აღსანიშნავია, რომ სამეფლო კლუბის დატოვების წინააღმდეგი არც თავად სებალიოსია, რომელსაც ზიდანისგან საკმაოდ მცირე სათამაშო დრო ეძლევა.

ესპანელმა ნახევარმცველმა წლევანდელ სეზონში მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა და აქედან, ძირითადში სულ 3-ჯერ იყო. მის ანგარიშზე 2 გოლია.

შეგახსენებთ, რომ დანი სებალიოსი გასულ ზაფხულს "ბეტისიდან" "რეალში" 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები