რატომ წავიდა მესი 2016 წელს ნაკრებიდან? ლეომ მიზეზი დაასახელა
Aa
Aa

რატომ წავიდა მესი 2016 წელს ნაკრებიდან? ლეომ მიზეზი დაასახელა

ამხანაგურ შეხვედრაში რუსეთის დამარცხების (1-0) შემდეგ, არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" ლიდერმა ლეო მესიმ FourFourTwo-სთან ინტერვიუში 2016 წლის ზაფხული გაიხსენა და დაასახელა მიზეზი, თუ რატომ დატოვა ნაკრები.

"ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება ცხელ გულზე მივიღე და ამის შემდეგ იმის თქმა მრცხვენოდა, რომ უკან დაბრუნება მსურდა. საბედნიეროდ, მწვრთნელმა და თანაგუნდელებმა სრული მხარდაჭერა გამომიცხადეს და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ "ალბისელესტეში" დაბრუნება გამადვილებოდა".

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს, არგენტინის ნაკრებმა ჩილესთან კოპა ამერიკის ფინალი ზედიზედ მეორედ და ზედიზედ პენალტების სერიაში დათმო, რის შემდეგაც მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ მწვრთნელებმა, მეგობრებმა და ლამის მთელმა არგენტინამ ლეო უკან დაბრუნებაში დაარწმუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები