ისკო ტრავმირებულია და შესაძლოა
Aa
Aa

ისკო ტრავმირებულია და შესაძლოა "ატლეტიკოსთან" დერბი გამოტოვოს

გუშინ, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მალაგაში კოსტა-რიკას უმასპინძლა და 5-0 გაანადგურა.

ხსენებულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო ისკომ, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და მადრიდში დაბრუნდა.

პირველადი დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ფეხბურთელმა შესაძლოა უახლოესი 2 შეხვედრა გამოტოვოს. საუბარია 14 ნოემბერს "ფურია როხასა" და რუსეთის ნაკრებთა ამხანაგურ დაპირიპსირებაზე, რომელშიც ისკოს თამაში თითქმის გამორიცხულია. თავად ესპანელს სურს, რომ 18 ნოემბერს "ატლეტიკოსთან" მადრიდული დერბისთვის მზად იყოს.

ესპანური პრესის თქმით, 25 წლის ნახევარმცველი რისკავს და შესაძლოა ეს ძვირად დაუჯდეს. მედშტაბი ფეხბურთელს ურჩევს, რომ უმჯობესი იქნება თუ იგი მადრიდულ დერბის გამოტოვებს და დაზიანების აღდგენას მეტ დროს დაუთმობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები