ემრე ჯანისთვის
Aa
Aa

ემრე ჯანისთვის "იუვენტუსი" და "მანჩესტერ სიტი" იბრძოლებენ

სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით "ლივერპულს" გერმანელი ნახევარმცველი ემრე ჯანი დატოვებს.

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს "მერსისაიდელებთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება. ჯანი მის გახანგრძლივებას არ გეგმავს და რა თქმა უნდა, თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ფეხბურთელის დამატება ბევრი გუნდის ინტერესებში შედის.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ სიტიც" ჩაერთო და ფეხბურთელთან მოლაპარაკებებიც დაიწყო.

რადგან, ჯანის სანაცლოდ გუნდებს თანხის გადახდა არ მოუწევთ, ასეთ შემთხვევაში მთავარი იქნება, თუ როგორ პირობებს შესთავაზებენ მას "ქალაქელები" და "მერსისაიდელები". საბოლოო არჩევანს თავად ემრე გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ემრე ჯანი "ლივერპულის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 144 შეხვედრაში 11 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები