სატრანსფერო ბიუჯეტი დამტკიცებულია -
Aa
Aa

სატრანსფერო ბიუჯეტი დამტკიცებულია - "რეალი" მინიმუმ 1-2 მეგატრანსფერს განახორციელებს

დღეს, მადრიდულმა Marca-მ "რეალის" ქომაგებისთვის საინტერესო და სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა.

გავლენიანი ესპანური გამოცემის მტკიცებით, სამეფო კლუბმა 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 200 მილიონი ევრო იქნება.

მადრიდელები მინიმუმ 1 ან 2 ტოპ კლასის მოთამაშეს შეიძენენ. რა თქმა უნდა, გუნდს რამდენიმე ცნობილი სახეც დატოვებს და ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად გარეთ ბეილი იქნება, რომელმაც უკვე 24-ე ტრავმა მიიღო და დაახლოებით 2 თვემდე იუქმებს.

"რეალის" სასურველი სია საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება: ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), ნეიმარი ("პსჟ"), ნაბილ ფეკირი ("ლიონი"), ედენ აზარი ("ჩელსი") და დელე ალი ("ტოტენჰემი").

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ "ბლანკოსმა" პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწია "ბილბაოს" ახალგაზრდა გოლკიპერ კეპა არიზაბალგასთან, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ სეზონის ბოლოს "სანტიაგო ბერნაბეუს" კეილორ ნავასიც დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები