ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "ყოველთვის მიყვარდა რუსეთი, რუსები და ყველაფერი რაც რუსეთს უკავშირდება"

მადრიდის "რეალის" ფრანგი თავკაცი ზინედინ ზიდანი ამჟამად მოსკოვში იმყოფება, სადაც მან პირველ არხთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"ამაყი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და მსოფლიო ჩემპიონატის ბურთის პრეზენტაციაზე ასეთ შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთად მივიღე მონაწილეობა. ყოველთვის მიყვარდა რუსეთი, რუსები და ყველაფერი რაც რუსეთს უკავშირდება. მინდა, რომ რუს ხალხს მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისა და თბილი წერილებისთვის. 1992 წლის შემდეგ აქაურობა ძალიან შეიცვალა. ამას წინათ, თავისუფალ დროს სანქტ-პერერბურგში ვიმყოფებოდი და ძალიან მომეწონა".

შეგახსენებთ, რომ ზიზუ მოსკოვში კაკასთან, ჩაბი ალონსოსთან, დელ პიეროსა და ლუკაშ პოდოლსკისთან ერთად იმყოფებოდა. ხუთმა მსოფლიოს ჩემპიონმა, 2018 წლის მუნდიალის ბურთის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები