Aa
Aa

"ატლეტიკო" იანვარში ტოპ ტრანსფერს გეგმავს

მადრიდის "ატლეტიკო" ზამთრის მოახლოებასთან ერთად სატრანსფერო გეგმებს აწყობს და იანვარში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს.

ესპანური AS-ის ცნობით, "როხიბლანკო" შესაძლოა იანიკ ფერეირა კარასკომ დატოვოს, რომელიც თავისი მადრიდული კარიერით უკმაყოფილოა და გუნდის გამოცვლა სურს.

დიეგო სიმეონე, ბელგიელი ვინგერის შემცვლელად "ნაპოლის" ერთ-ერთ ლიდერსა და კარასკოს თანამემამულეს დრის მერტენსს მოიაზრებს.

30 წლის მერტენსი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში საოცარ ფეხბურთს აჩვენებს და მისით უამრავი გუნდი ინტერესდება. მართალია, რომ ნეაპოლელებთან მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვალისწინებული, მაგრამ ხელშეკრულებაში მითითებული პუნქტის თანახმად, მერტენსის მსურველ გუნდს მისი გამოსყიდვა 28 მილიონ ევროდ შეეძლება. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

დრის მერტენსმა გასულ სეზონში "ნაპოლის" მაისურით 28 გოლის გატანა შეძლო. წელს კი მის ანგარიშზე უკვე 12 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები