კატასტროფული მაჩვენებელი და სრული უიღბლობა - ბეილი ისევ დაიმტვრა!
Aa
Aa

კატასტროფული მაჩვენებელი და სრული უიღბლობა - ბეილი ისევ დაიმტვრა!

გარეთ ბეილი უდაოდ ყველაზე უიღბლო ფეხბურთელია. უელსელმა "რეალში" გადასვლის შემდეგ 24 (!) ტრავმა მიიღო.

ბეილი ისევ დაიმტვრა და შესაძლოა მოედანზე გასვლა 2018 წლამდე ვერ მოახერხოს.

ამჯერად, ფეხბურთელმა ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო და პირველადი დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ აღდგენით პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდებოდა.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ არის შანსი ბეილმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაახლოებით ერთ თვეში შეძლოს.

როგორც ცნობილია, უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეილი ნაკრებში არ გამოიძახა და მას დასვენების საშუალება მისცა, თუმცა ფეხბურთელმა დაზიანებას თავი მაინც ვერ აარიდა.

ესპანური პრესის ცნობით, ფლორენტინო პერესი გარეთ ბეილით დაიღალა და ზაფხულში მისი გაყიდვა ფაქტიურად გადაწყვეტილი ამბავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები