ჯანპიერო ვენტურა:
Aa
Aa

ჯანპიერო ვენტურა: "ამ მარცხით არაფერი იცვლება"

მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფის პირველ დაპირისპირებაში შვედეთმა სტოკჰოლმში იტალიას უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, "სკუადრა აძურას" თავკაცმა ჯანპიერო ვენტურამ პრესკონფერენცია გამართა.

"შეგვეძლო, რომ ორმატჩიანი დუელის პირველივე შეხვედრაში უპირატესობა მოგვეპოვებინა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ. მომდევნო მატჩისთვის ყველაფერი კარგად უნდა გავაანალიზოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. მიმაჩნია, რომ ამ მარცხით არაფერი იცვლება. მიზანი რუსეთის საგზურის მოპოვებაა და ჩვენ ამისთვის შვედეთს უნდა მოვიგოთ. მათ თამაშში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. დაწინაურების შემდეგ, მასპინძლები დაცვაში ჩაჯდნენ და თავს ორგანიზებულად იცავდნენ".

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და შვედეთის განმეორებითი მატჩი 13 ნოემბერს 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები