მორიენტესი: ისკოს თავდამსხმელად თამაშიც შეუძლია
Aa
Aa

მორიენტესი: ისკოს თავდამსხმელად თამაშიც შეუძლია

ლეგენდარულმა ესპანელმა თავდამსხმელმა, ფერნანდო მორიენტესმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალი" არ არის ვალდებული შეიძინოს ცენტრალური თავდამსხმელი, კონკურენციის ასამაღლებლად.

ამჟამად, გუნდის ძირითადი ცხრიანი ფრანგი კარიმ ბენზემაა, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს. სწორედ ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ "სამეფო კლუბმა" ვინმე დაიმატოს ამ პოზიციაზე.

გასულ სეზონში, გუნდში ხავიერ ერნანდესი იყო. ვფიქრობ, ახლა კლუბი მუშაობს ახალი თავდამსხმელის გადაბირებაზე. თუმცა, თუ შენს განკარგულებაში ამდენი კარგი მოთამაშეა, ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია. „რეალში" არის ბევრი ფეხბურთელი, რომელთაც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე შეუძლიათ თამაში. ეს უკვე აქვთ გაკეთებული ბეილსა და რონალდოს. გარდა ამისა, ისკოსაც შეუძლია ცრუ ცხრიანის პოზიციაზე თამაში", - განაცხადა ფერნანდო მორიენტესმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები