პერესი:
Aa
Aa

პერესი: "როგორც ერთხელ ბერნაბეუმ თქვა, "რეალს" შურის გამოც აკრიტიკებენ"

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, პრესასთან კლუბის სიმბოლო სანტიაგო ბერნაბეუს სიტყვები გაიხსენა.

პერესმა ასევე ისაუბრა დოკუმენტური ფილმის შესახებ, რომელსაც ბერნაბეუსა და მისი "რეალში" გატარებული პერიოდის შესახებ გადაიღებენ.

"როგორც ერთხელ ბერნაბეუმ თქვა, ჩვენ ხშირად შურის გამოც გვაკრიტიკებენ.

იგი დიდი ფეხბურთელი, კაპიტანი, მწვრთნელი და პრეზიდენტი იყო. ეს მაგიური კლუბი მისი შექმნილია.

ვფიქრობ, გულშემატკივრისთვის საინტერესო იქნება ნახოს, როგორ მართავდა ბერნაბეუ კლუბს II მსოფლიო ომისას და მისი დამთავრების შემდეგ.

როდესაც სცენარს გავეცანი, ჩემთვის აქამდე უცნობი არაერთი ფაქტი აღმოვაჩინე.

ფილმში ამ დიდი ადამიანის რეალურ სახეს ნახავთ".

ფილმის გადაღებები უახლოეს პერიოდში დაიწყება და იგი ეკრანებზე 3 წლის შემდეგ გამოვა.

სანტიაგო ბერნაბეუ "რეალში" 1911-27 წლებში თამაშობდა. 1927-33 წლებში მისი სპორტული დირექტორი იყო, 1933-36 წლებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, 1936-41 წლებში მთავარი მწვრთნელი, ხოლო 1943 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1978 წ.) - პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები