21 წლამდელთა ნაკრებმა ციკლში პირველი ქულა ფინეთთან აიღო
Aa
Aa

21 წლამდელთა ნაკრებმა ციკლში პირველი ქულა ფინეთთან აიღო

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-4 ტურში, ფინეთის ახალგაზრდული ნაკრები მიიღო და ფრე 2:2 ითამაშა.

ფინელებმა მატჩი სწრაფი გოლით დაიწყეს და მე-9 წუთზე კალმანის გოლის წყალობით დაწინაურდნენ.

მეორე ნახევარში ჩვენმა გუნდმა გათანაბრება შეძლო - 59-ე წუთზე მეტოქის კარში ზუსტად გიორგი ბერიძემ დაარტყა - 1:1.

დაძაბული გამოდგა თამაშის ბოლო წუთები. 83-ე წუთზე სკანდინავიელები წინ კიდევ ერთხელ გავიდნენ - კალმანმა დუბლი შეასრულა. თუმცა გია გეგუჩაძის ბიჭებმა მარცხისგან თავის დაღწევა რომან ჭანტურიას გოლით მოახერხეს და ციკლში პირველი ქულა აიღეს.

ამრიგად, შესარჩევი ეტაპის 4 ტურის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 1 ქულა აქვს და ცხრილში ბოლო პოზიციაზეა.

"პატარა ჯვაროსნები" მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს გამართავენ, როცა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ცხრილში მათზე ერთი ადგილით ზემოთ მყოფ 3 ქულიან ლიტვის ნაკრებს მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები