ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "მესი და რონალდუ?...მესამეც არის"

მადრიდის "რეალის" ფრანგმა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა კრიშტიანო რონალდუსა და ლეო მესიზე საინტერესო კომენტარი გააკეთა. ზიზუმ აღნიშნა, რომ მათ გვერდით მესამე მოთამაშეც არის.

"მესი თუ რონალდუ? საუბარი გვაქვს მსოფლიოს ორ საუკეთესო ფეხბურთელზე. მათ თავიანთი სათამაშო სტილი აქვთ. რასაც ისინი აკეთებენ, იშვიათია. მათ შეუძლიათ მატჩები მარტომ მოიგონ. ამ ორ ფეხბურთელეზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. შემიძლია ვთქვა, რომ მესამეც არის - ნეიმარი".

შეგახსენებთ, რომ ევროპული პრესა ნეიმარის "რეალში" გადასვლის ვარიანტს აქტიურად განიხილავს. ყველაფერი სეზონის დასრულების შემდეგ გამოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები