Aa
Aa

"ლივერპული" ჰავერცს უახლოვდება

ბრიტანული Daily Mirror-ის ცნობით, „ლივერპული“ კაი ჰავერცის ტრანსფერის შეთანხმებასთან ახლოსაა.

მერსისაიდელები მის ამჟამინდელ კლუბ „ლევერკუზენთან“ მოლაპარაკებებს აგრძელებენ და როგორც ჩანს, საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიდის.

18 წლის ჰავერცი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია და მის მიმართ ევროპული კლუბების მხრიდან სერიოზული ინტერესია.

ჰავერცმა ბუნდელისიგის მიმდინარე გათამაშებაში 8 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები