აზარის პირველი კომენტარი
Aa
Aa

აზარის პირველი კომენტარი "რეალში" შესაძლო გადასვლაზე

ბოლო პერიოდში ედენ აზარს მადრიდის „რეალთან“ სულ უფრო ხშირად აკავშირებენ.

ფეხბურთელმა ამ საკითხზე კომენტარიც გააკეთა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით თამაში მისთვის ოცნებაა.

„ყველამ კარგად იცის, რომ ზიდანი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო და მინდა ვთქვა, რომ მის სამწვრთნელო კარიერასაც ანალოგიურად ვუდგები.

არ ვიცი რა მოხდება მომავალში, თუმცა მისი ხელმძღვანელობით თამაში ჩემთვის ოცნებაა.

მეორე მხრივ, უნდა ვთქვა, რომ ამ ეტაპზე „ჩელსიში“ ბედნიერი ვარ და მასთან ერთად არაერთი მიზანი მაქვს“.

ევროპული პრესა წერს, რომ „რეალი“ ზამთარში გარეტ ბეილის გაშვებასა და მის მაგივრად აზარის შეძენას აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები