ახალი მწვრთნელი და ახალი ფორვარდი -
Aa
Aa

ახალი მწვრთნელი და ახალი ფორვარდი - "პსჟ"-ს მთავარი სატრანსფერო გეგმა

სეზონის დასრულების შემდეგ "პსჟ" შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს. გუნდს ძირითადის რამდენიმე მოთამაშე დატოვებს და მათ ნაცვლად ახალი ვარსკვლავები მივლენ.

Marca-ს ინფორმაციით, ნეიმართან უთანხმოების გამო გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში პარიზელთა რიგებს ედინსონ კავანი დატოვებს.

ურუგვაელი ფორვარდის შემცვლელად ფრანგებს ალვარო მორატას შეძენა სურთ.

სავარაუდოდ, 2018/2019 წლების სეზონიდან "ჩელსის" ანტონიო კონტე აღარ უხელმძღვანელებს, რაც მორატას გადაბირების ალბათობას ზრდის. ესპანელი ფეხბურთელის გუნდში ხილვა სწორედ კონტეს სურვილი იყო.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნასერ ალ ხელაიფი უნაი ემერის გაშვებას გეგმავს და მის ნაცვლა ჟოზე მოურინიოს გადმობირება სურს.

ზაფხულში, მოურინიოს "მანჩესტერში" სწორედ ალვარო მორატას მიყვანა უნდოდა, თუმცა "არისტოკრატებმა" მათ დაასწრეს და ესპანელიც "სტემფორდ ბრიჯზე" აღმოჩნდა.

"პსჟ"-ს საზაფხულო გეგმა სწორედ ეს იქნება - მთავარ მწვრთნელად მოურინიო, ხოლო ნომერ პირველი სატრანსფერო სამიზნე მორატა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფორვარდმა წლევანდელ სეზონში "ჩელსის" რიგებში 14 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 8 გოლის გატანა და 3 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა. რაც შეეხება კავანის, ურუგვაელის ანგარიშზე 19 მატჩში 19 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები