რამოსი:
Aa
Aa

რამოსი: "მისი ჩვენს რიგებში ხილვა საკმაოდ რეალურია"

ბოლო დღეებში წამყვანი ევროპული გამოცემები ნეიმარის მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლის აქტიურად განიხილავდნენ.

დღეს, Cadena Cer-თან საუბრისას, სერხიო რამოსმა ამ თემაზე საინტერესო კომენტარი გააკეთაა.

"მე მომწონს, როცა მოედანზე საუკეთესოების გვერდით ვთამაშობ. ნეიმარი კი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. "პსჟ"-დან "რეალში" გადმოსვლა გაცილებით მარტივია, ვიდრე "ბარსადან". ასეთი ტრანსფერი ჩვენი გუნდისთვის დიდი პლიუსი იქნებოდა. ნეიმართან შესანიშნავბი ურთიერთობა მაქვს და ვფიქრობ, რომ მისი ჩვენს რიგებში ხილვა საკმაოდ რეალურია".

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს თანაგუნდელების ნაწილი აუმხედრდა, რადგან მას ზედმეტად პრივილეგირებულად მიიჩნევენ. თავად ბრაზილიელი კი უნაი ემერის საწვრთნელი პროცესითა და ტაქტიკით უკმაყოფილებას გამოთქვამს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები