Aa
Aa

"რეალის" ახალი ხედვა: პერესი ბენზემას უშვებს, ზიდანი ბეილს - მათ სანაცვლოდ კი...

მადრიდის "რეალი" შემადგენლობაში დიდ ცვლილებებს გეგმავს და ზაფხულში რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

ფლორენტინო პერესის სურვილის შესახებ უკვე ცნობილია. სამეფო კლუბის პრეზიდენტს თავის გუნდში ჰარი კეინის ხილვა სურს, რომელიც ბენზემას შემცვლელად განიხილება.

დღეს, ესპანურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ზინედინ ზიდანს ახალი სეზონისთვის გარეტ ბეილის ნაცვლად ედენ აზარის გადმობირება უნდა.

ფრანგი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ აზარის ტრანსფერი გუნდის შემტევ პოტენციალს გაზრდის და "რეალის" თავდასხმის ხაზი გაცილებით კრეატიული გახდება.

წლევანდელი სეზონის სტარტზე ბრიტანული პრესა წერდა, რომ ედენ აზარი პრემიერლიგაში ბოლო სეზონს ატარებს და 2018 წელს იგი "რეალის", ან "ბარსელონას" მაისურს მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ აზარი "ჩელსის" ღირსებას 2012 წლიდან იცავს. ბელგიელის ანგარიშზე 262 შეხვედრაში 75 გოლი და 66 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები