ნეიმარი თაღლითობაში გამოიჭირეს - ბრაზილიელმა ტრავმა მოიგონა?
Aa
Aa

ნეიმარი თაღლითობაში გამოიჭირეს - ბრაზილიელმა ტრავმა მოიგონა?

ლიგა 1-ის მე-11 ტურის შეხვედრა "პსჟ"-მ სტუმრად "ანჟერის" წინააღმდეგ გამართა და 5-0 გაიმარჯვა.

ხსენებულ მატჩში პარიზელებს თავიანთი ლიდერი ნეიმარი ვერ ეხმარებოდა, რის მიზეზად ტრავმა დასახელდა.

დღეს, ესპანურმა Sport-მა ყველაფერს ფარდა ახადა და ბრაზილიელის არყოფნის ნამდვილი მიზეზი დაასახელა.

ნეიმარმა ტრავმა განზრახ მოიმიზეზა, რათა "ანჟერის" უხარისხო მოედანზე არ ეთამაშა და ტრავმისგან თავი დაეზღვია.

როგორც ცნობილი გახდა, ეს ბრაზილიელი ფეხბურთელისგან პირველი შემთხვევა არ არის. ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" მატჩის წინ, ნეიმარი გუნდს "მონპელიეში" არ გაჰყვა.

ბრაზილიის ნაკრებში გამოძახებულმა ნეიმარმა, "პენტაკამპეონების" რიგებში ჩვეულებრივად ივარჯიშა და მას ტრავმის არაფერი ეტყობოდა. ამის შესახებ განცხადება არც ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები