Daily Express: დიდი ესპანურ-ინგლისური გარიგება მზადდება!
Aa
Aa

Daily Express: დიდი ესპანურ-ინგლისური გარიგება მზადდება!

ბრიტანული პრესის ცნობით, მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა", დიდი შანსია, ზამთარში დიდი გარიგების შესახებ გამოაცხადონ.

Daily Express ამბობს, რომ "სამეფო კლუბი" მატას შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული და მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

29 წლის მატას "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და მისი ტრანსფერი მაინცდამაინც ძვირი არ უნდა დაჯდეს.

თანაც, ძველი ამბავია, რომ ესპანელ შუახაზელსა და ჟოზე მოურინიოს არცთუ თბილი დამოკიდებულება აქვთ... მატა ლონდონის "ჩელსიდან" სწორედ მოურინიომ გაუშვა, თუმცა მათ "იუნაიტედში" საერთო ენა მაინც გამონახეს.

ხუან მატას პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 8 თამაში (7-ჯერ ძირითადში იყო) აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 1 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები