რატომ ლოცულობს
Aa
Aa

რატომ ლოცულობს "პალერმოს" პრეზიდენტი ყოველდღე "ნაპოლიზე"?

„პალერმოს“ პრეზიდენტმა მაურისიო ძამპარინიმ იტალიურ პრესასთან „ნაპოლის“ საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა.

მხცოვანმა ფუნქციონერმა იმედი გამოთქვა, რომ „პარტენოპეი“ სკუდეტოს მოგებას შეძლებს და ამასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„ყოველდღე ვლოცულობ, რომ „ნაპოლიმ“ ჩემპიონატის მოგება შეძლოს. იმედი მაქვს, რომ ისინი „იუვენტუსის“ დომინირებას დაასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ „იუვეს“ აღმასრულებელ დირექტორ ბეპე მაროტასთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს, რომელთან ერთადაც 15 წლის მანძილზე ვმუშაობდი. ნეაპოლელებს „იუვენტუსზე“ ნაკლები გამოცდილება აქვთ, თუმცა ახლა საუკეთესო ფეხბურთს ისინი თამაშობენ“.

სერია A-ს 12 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 32 ქულით პირველ პოზიციაზეა და ტურინის „იუვენტუსს“ 1 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები