რონალდუ
Aa
Aa

რონალდუ "რეალში" კეინის მისვლის წინააღმდეგია

ჰარი კეინის თამაშით მოხიბლული ფლორენტინო პერესი ზაფხულში გეგმავს, რომ ინგლისელი ფორვარდი გადაიბიროს და საკუთარი გუნდის თავდასხმის ხაზში იხილოს.

ისიც ცნობილია, რომ "დეზები" თავიანთი ლიდერის გაყიდვას 250 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებენ.

დღეს, Sky Sports-ის ჟურნალისტმა გილემ ბალაგემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კრიშტიანო რონალდუს კეინის რეალში ხილვა არ სურს და ამის მიზეზი კარიმ ბენზემაა.

პორტუგალიელ ფეხბურთელს ბენზემასთან კარგი ურთიერთობა აქვს და მას მიაჩნია, რომ თავისი დამსახურებების გამო, კლუბმა ფრანგი ფორვარდი კეინის გამო ტრანსფერზე არ უნდა დააყენოს.

შეგახსენებთ, რომ ბენზემამ და რონალდუმ წლევანდელი სეზონი საკმაოდ ცუდად დაიწყეს. ლა ლიგის 11 ტურის შემდეგ მათ ანგარიშზე მხოლოდ 1-1 გოლია.

რაც შეეხება კეინს, ინგლისელმა ფორვარდმა პრემიერლიგის 11 ტურში 8 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები