ბუფონმა იკერ კასილასს თანადგომა გამოუცხადა
Aa
Aa

ბუფონმა იკერ კასილასს თანადგომა გამოუცხადა

მადრიდის "რეალიდან" იკერ კასილიასის წასვლას საფეხბურთო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ლეგენდარულ ესპანელ კიპერს თანადგომა იტალიელმა ჯანლუიჯი ბუფონმაც გამოუცხადა.

"შენ იყავი მადრიდის მაისურის ნამდვილი ხატი და განსაკუთრებით, შენი თამაშით გვაჩვენე, რომ ჩვენს პოზიციაზე საუკეთესო ხარ. წარმატებების გისურვებ ახალ მოგზაურობაში, მაგრამ სხვა გუნდის მაისურში შენი ნახვა უცნაური იქნება. ჰალა იკერ!" - დაწერა 37 წლის ჯიჯიმ თავისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები