მორჩა, გავარდნენ? -
Aa
Aa

მორჩა, გავარდნენ? - "ვესტ ჰემმა" ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა

ლონდონის „ვესტ ჰემმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სლავენ ბილიჩის შემცვლელი დღეს წარადგინა.

ხორვატ სპეციალისტს "ჩაქუჩების" თავკაცის პოსტზე, დევიდ მოიესი ჩაანაცვლებს.

54 წლი შოტლანდიელი სპეციალისტი „ვესტ ჰემს“ სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს, რის შედეგაც მხარეებმა, შესაძლოა, ახალ კონტრაქტზე დაილაპარაკონ.

დევიდ მოიესი ბოლოს „სანდერლენდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა, თუმცა „შავი კატები“ წინა სეზონში პრემიერ ლიგიდან გავარდნენ და მოიესთან განშორება გადაწყვიტეს.

შეგახსენებთ, რომ „ვესტ ჰემის“ ხელმძღვანელობამ სლავენ ბილიჩი გუშინ გაათავისუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები