Aa
Aa

"სტოკის" ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი საინფორმაციო გამოცემა კიდევ ერთ შოკისმომგვრელ ცნობას ავრცელებს.

ინგლისური "სტოკ სიტის" ყოფილი და მიმდინარე სეზონში მოლდოვურ "შერიფში" მოასპარეზე ბრაზილიელი ფეხბურთელი დიონატან ტეიშეირა, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტეიშეირას გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

იგი 2014-17 წლებში "სტოკის" რიგებში ირიცხებოდა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვლიდან "შერიფის" ღირსებას იცავდა.

ტეიშეირას მშობლიური ბრაზილიის გარდა, სლოვაკეთის მოქალაქეობაც აქვს და სლოვაკთა 21 წლამდელთა გუნდში რამდენიმე შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები