ტევესი „ბოკა ხუნიორსის“ ფეხბურთელია
Aa
Aa

ტევესი „ბოკა ხუნიორსის“ ფეხბურთელია

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი კარლოს ტევესი დღეს ბოკა ხუნიორსშიოფიციალურად ჩაირიცხა. 31 წლის ფორვარდი სამხრეთ ამერიკულმა გრანდმა წარადგინა. ახალ  კლუბში ტევესი 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"დღევანდელი დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერია. სახშლი დავბრუნდი, დავბრუნდი "ბომბონერაზე", სადაც 13 წლის ასაკიდან ვიმყოფებოდი. "ბოკა" 20 წლისამ დავტოვე, ახლა კი 11 წლის შემდეგ ისევ აქ ვარ", - განაცხადა წარდგენისას ტევესმა.

თავის მხრივ, კარლოს ტევესს სტადიონზე თვით დიეგო მარადონა დახვდა, რომელმაც ტრიბუნებზე ბანერი გადმოფინა, რომელზეც ეწერა: "მადლობა კარლიტოს სახლში დაბრუნებისთვის".

კარლოს ტევესი "ბოკაში" 2001-2004 წლებში თამაშობდა, ბოლო ორი სეზონი კი იტალიის ჩემპიონ ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები