იბრა, იგუაინი და უკვე კავანიც - ურუგვაელის ბრწყინვალე შედეგი!
Aa
Aa

იბრა, იგუაინი და უკვე კავანიც - ურუგვაელის ბრწყინვალე შედეგი!

ლიგა 1-ის მე-12 ტურის შეხვედრაში "პსჟ"-მ "ანჟერი სტუმრად დაამარცხა (5-0) და ლიდერობა განიმტკიცა.

ხსენებულ დაპირისპირებაში დუბლით გამოირჩა პარიზელთა ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი, რომელმაც უნიკალური შედეგი დააფიქსირა.

კავანი გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ორ ტოპ ჩემპიონატში 100 გოლზე მეტის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ კავანიმ "ნაპოლიში" ყოფნის დროს 112 გოლის გატანა შეძლო. "პსჟ"-ს მაისურით კი მის ანგარიშზე უკვე 101 გოლია.

ურუგვაელი ფეხბურთელის გარდა სამეულში გონსალო იგუაინი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი იმყოფებიან. იბრამ იტალიასა და საფრანგეთში ასპარეზობის დროს 112 და 113 გოლი გაიტანა, იგუაინმა კი ლა ლიგასა და სერია A-ში 107 და 101.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები