ჯორდანზე და ბრაიანტზე წინ? ლებრონმა ჟურნალისტს საინტერესო პასუხი გასცა
Aa
Aa

ჯორდანზე და ბრაიანტზე წინ? ლებრონმა ჟურნალისტს საინტერესო პასუხი გასცა

ვაშინგტონ "ვიზარდსთან" გამარჯვების შემდეგ, ლებრონ ჯეიმსმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და NBA-ს ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც 29 000 ქულის ჩაგდება შეძლო.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ლებრონს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, თუ როგორი გრძნობაა, როდესაც მაიკლ ჯორდანისა და კობი ბრაიანტის შედეგს აუმჯობესებ, რაზეც ჯეიმსმა საინტერესოდ უპასუხა.

"თქვენ კარგად, თუ რას ნიშნავენ ჩემთვის ბრაიანტი და ჯორდანი. დიახ, შეიძლება ყველაზე ახალგაზრდა ვარ, მაგრამ თავს ნამდვილად არ მივიჩნევ ახალგაზრდად. ახლა კარიერის საუკეთესო გრძნობა დამეუფლა. ვაპირებ, რომ შრომა გავაგრძელო. მე ვალდებული ვიყავი ის გამეკეთებინა, რაც გავაკეთე. ჩვენ 4 მატჩიანი მოუგებელი სერია გვქონდა და ეს უნდა დასრულებულიყო. თქვენ კარგად იცით, თუ რა დამოკიდებულება მაქვს მარცხთან".

აქვე გეტყვით, რომ ლებრონი უკვე ზედიზედ 800 შეხვედრაა, რაც 10+ ქულას აგროვებს. ეს მაჩვენებელი NBA-ს ისტორიაში, მხოლოდ ჯეიმსსა და მაიკლ ჯორდანს აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები