რობენმა ლეგენდარული ჯოვანი ელბერის რეკორდი დაამხო!
Aa
Aa

რობენმა ლეგენდარული ჯოვანი ელბერის რეკორდი დაამხო!

ბუნდესლიგის მე-11 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" დორტმუნდის "ბორუსიას" სტუმრად 3-1 სძლია და სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა.

ხსენებულ შეხვედრაში ანგარიში "რეკორდმაისტერის" ჰოლანდიელმა ლიდერმა არიენ რობენმა გახსნა, რომლისთვისაც ეს გოლი რეკორდის მომტანი გახდა.

რობენმა ლეგენდარული ჯოვანი ელბერის რეკორდი (92 გოლი) დაამხო. ის გახდა საუკეთესო ლეგიონერი ბომბარდირი ბუნდესლიგაში. მის ანგარიშზე უკვე 93 გოლია.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის არიენ რობენი "ბაიერნს" 2009 წელს მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა. ჰოლანდიელმა მიუნხენელთა რიგებში 272 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 134 გოლი და 91 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები