სასიხარულო ინფორმაცია
Aa
Aa

სასიხარულო ინფორმაცია "ბარსას" ქომაგებისთვის - როდის დაბრუნდება დემბელე?

"ბარსელონას" ახალწვეულმა უსმან დემბელემ დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანზე პირველად ივარჯიშა.

როგორც მოგეხსენებათ, ტრავმის მიღების შემდეგ ფრანგმა ფეხბურთელმა ქომაგებს პირობა მისაცა, რომ ის დაბრუნებას 2 თვის შემდეგ მოახერხებდა.

ექიმების ვარაუდი 3-დან 4 თვემდე იყო. თუმცა, დემბელეს გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს და გამორიცხული არაფერია.

ამ სიახლესთან დაკავშირებით, "ბლაუგრანას" თავკაცმა ენრესტო ვალვერდემ დღეს პირველი კომენტარი გააკეთა.

"გამოჯანმრთელების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. ბუცების ჩაცმა და მინდორზე გასვლა იმას არ ნიშნავს, რომ დემბელე ერთი თვით ადრე დაბრუნდება. როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, ის დაბრუნებას შობის შემდეგ შეძლებს. აღდგენითი პროცესის მიმდინარეობით ყველა კმაყოფილია. ისიც გვესმის, რომ ფეხბურთელს რაც შეიძლება მალე დაბრუნება სურს".

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელეს "ელ კლასიკოში" თამაშის დიდი სურვილი აქვს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. "რეალისა" და "ბარსას" დაპირისპირება 23 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობის მიღების შანსები ფრანგ ფეხბურთელს უკვე საკმაოდ დიდი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები