ლებრონი გააბრაზეს -
Aa
Aa

ლებრონი გააბრაზეს - "მეფის" მეფური სტატისტიკა და ახალი რეკორდი!

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. დიდ ინტერესს იწვევდა ვაშინგტონში ადგილობრივი "ვიზარდსისა" და "კლივლენდის" დაპირისპირება, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 130-122 დასრულდა.

NBA-ს ვიცე ჩემპიონმა სეზონი ძალიან არადამაჯერებლად დაიწყო. "კავალიერსს" 8 მატჩში 5 მარცხი და მხოლოდ 3 გამარჯვება ჰქონდა.

"ვიზარდსის" წინააღმდეგ შეხვედრაში, როგორც ჩანს ძალიან გაბრაზებული და მოტივირებული იყო ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც პარკეტზე 43 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 57 ქულა, 11 მოხსნა, 7 გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა აქტივში.

"მეფე" შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა. ლებრონმა ამ შეხვედრის შემდეგ რეკორდიც დააფიქსირა. ჯეიმსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც 29 000 ქულის ჩაგდება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები